სახალხო დამცველი - სიძულვილის ენა პრობლემაა, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, სახელმწიფომ ბალანსი სწორად უნდა დაიცვას

სიძულვილის ენა პრობლემაა, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, სახელმწიფომ ბალანსი სწორად უნდა დაიცვას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

იოსელიანი აცხადებს, რომ „სიძულვილის ენას არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში უპირისპირდება კანონმდებლობა და ეს ბუნებრივია“.

„სიძულვილის ენა ჩვენს ქვეყანაში არის პრობლემა და ამას მგონი ეს დარბაზი ყველაზე კარგად განასახიერებს, როცა აქ ვიყავი მე სიძულვილის გარდა ამ დარბაზში არაფერი სხვა არ მინახავს ადამიანებისგან ერთმანეთის მიმართ. მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლება არის ის სიკეთე, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს არანაირი საფუძვლით და ეს ბალანსი სახელმწიფომ უნდა დაიცვას სწორად. თუმცა, ის, რომ სიძულვილის ენას არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში უპირისპირდება კანონმდებლობა, საერთაშორისო კანონმდებლობა მათ შორის, ეს ბუნებრივია და ეს არახალია”, - განაცხადა იოსელიანმა.

შეკითხვას, რამდენად არის დაცული ცვლილებებით ის „ბალანსი“, რომელზეც საუბრობდა, იოსელიანმა აღარ უპასუხა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება