ანა ბუჩუკური - ბევრი ინფორმაცია გვაქვს, თუ როგორ მუშაობდა „ოცნება“ ხმების მოპოვებაზე - ოპოზიცია დარბაზში რომ ყოფილიყო, იმპიჩმენტი ბოლომდე იქნებოდა მიყვანილი

„ოცნების“ მოლოდინი, რომ იმპიჩმენტის პროცესს ბოლომდე მიიყვანდა სახეზე იყო - ბევრი ინფორმაცია გვაქვს იმაზე, თუ როგორ მუშაობდნენ ამაზე და ხმების მოპოვებაზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, ოპოზიცია პარლამენტის დარბაზში რომ ყოფილიყო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ბოლომდე იქნებოდა მიყვანილი.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იმიტომ არ წარმოიწყო, რომ წაეგო. ისევე, როგორც „რუსული კანონის“, მათ ბოლომდე გაყვანის იმედი ჰქონდათ. „ოცნების“ მოლოდინი, რომ ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანდა, სახეზე იყო. ბევრი ინფორმაცია გვაქვს, იმაზე თუ როგორ მუშაობდნენ ამაზე და ხმების მოპოვებაზე.

მამუკა მდინარაძე გამოვიდა და დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები ჰქონდათ, ნუ დამასახელებინებთო. შემდეგ ხაბეიშვილმა და მელიამ დაადასტურეს, რომ ბიზნეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, რომან გოცირიძემაც ეს დაადასტურა.

ოპოზიცია დარბაზში რომ ყოფილიყო, იმპიჩმენტი ბოლომდე იქნებოდა მიყვანილი.

საბოლოო ჯამში, „ოცნებას“ იმპიჩმენტი რომ ჩაუვარდა, არის ძალიან კარგი. ისევე, როგორც „რუსული კანონი“ ბოლომდე ვერ მიიყვანეს, ვერ მივიდა პრეზიდენტის იმპიჩმენტი ბოლომდე.

პერსონალურად სალომე ზურაბიშვილზე არ არის საუბარი. საუბარია პრეზიდენტის ინსტიტუტზე“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება