იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული პირების, მათ შორის, გიჩო მარგველაშვილის საქმეზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული პირების, მათ შორის, გიჩო მარგველაშვილის საქმეზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჩატარდება.

პროცესი სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული, სადაც დაკავებულ გიჩო მარგველაშვილისთვის და კობა პაიჭაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

გიჩო მარგველაშვილი და კობა პაიჭაძე თბილისში, ორი დღის წინ დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პაიჭაძის მართვის ქვეშ მყოფ მანქანაში, რომელშიც ასევე გიჩო მარგველაშვილიც იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ცნობისთვის, გიჩო მარგველაშვილს მიმდინარე წლის მაისში, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე რესტორან LA VERA-სთან 40 წლამდე საბა გახოკიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც მარგველაშვილი დაიჭრა, მისმა დაცვამ, კახაბერ კამლაძემ კი თავდამსხმელის მისამართით გასროლა განახორციელა, რასაც გახოკიას სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდამცავებმა კამლაძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში