კახა კალაძე - ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია - დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა

ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, დიდი ხანია, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მიმდინარეობს.

ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა. ძალიან კარგად იცის, რომ ლევან ხაბეიშვილი მარტო არ მოქმედებდა, ასევე ვინ იდგა მის უკან. როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, სააკაშვილი რატომ არ ახსენდება, თუ მართლაც სწორად ფიქრობს და სწორი დამოკიდებულება აქვთ?

დიდი ხანია, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა. ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ ხაბეიშვილი გამოაგდებდა მელიას, ამის შემდეგ ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. გამზადებული ჰყავდათ მელია, რომ პარტიიდან გამოერიცხათ, ამ შემთხვევაში მან დასწრება გადაწყვიტა. ჩვენ ვთქვით, რომ არ უნდა იყო საინტერესო რა და როგორ იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, - აღნიშნა მერმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია კვლავ საუბრობს პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე და აცხადებს, რომ არ და ვერ იქნება იქ, "სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

მისივე თქმით, ის იმ ხალხთან ერთად იქნება, „ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება შესაძლებელია“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო