ეკა გიგაური - პრეზიდენტს ევროპელ ლიდერებზე უფრო სერიოზული გავლენები აქვს, ვიდრე მმართველ პარტიას, შესაბამისად, უკან არ დაიხევს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით „ყველა მის კავშირს გამოიყენებს და უკან არ დაიხევს“. როგორც მან ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ვიზიტზე იმ ადამიანს შეხვდნენ, ვინც შეიძლება, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

„იცით, რომ სხვადასხვა ვიზიტი, მათ შორის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, ხშირად გვიწევს. აქ პრინციპში, მანაც განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ყოველ ვიზიტზე იმ კონკრეტულ ადამიანებს შევხვდეთ, რომლებმაც სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება, გადაწყვეტილება მიიღონ. ფიზიკურად წავა თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ის, რომ თავის ყველა ამ კავშირს გამოიყენებს, ფაქტია. მას ნამდვილად მეტი კავშირი აქვს, ვიდრე მმართველ პარტიას, ევროპელ ლიდერებზე უფრო, ასე ვთქვათ, სერიოზული გავლენები აქვს, ვიდრე მმართველ პარტიას. შესაბამისად, იგი ამ ყველაფერს გამოიყენებს, უკან არ დაიხევს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამასთან, შეხვედრას „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი, ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა, რომლის განმარტებითაც, სალომე ზურაბიშვილს მათთან შეხვედრისას მისი კონკრეტული გეგმები არ გაუცნია.

„გარკვეული მიმართულებებით ერთადაც მუშაობა შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით ცალ-ცალკე, თუმცა ერთგვარად კოორდინირებით. გადამწყვეტი მომენტი დგება, მაქსიმუმ 2 თვეში სტატუსთან დაკავშირებით პასუხი გვექნება. ამის შემდგომ, სტატუსის მიღების შემდეგ არის მთავარი სამუშაო გასაკეთებელი. ამაზეც ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს იყო უფრო რაღაცა ერთ პოზიციაზე, როგორ ვხვევთ და ვხედავთ თუ არა დაახლოებით ერთნაირად მომავალ პერიოდს და ჩვენს როლს ამ პერიოდში. მისი კონკრეტული გეგმები არ გაუცნია, თუმცა უახლოეს პერიოდში გახდება საჯარო და ცნობილი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება