საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ერთი პირი ამხილა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა იმ კომპანიის კუთვნილი დაახლოებით, 1 630 000 ლარი მიითვისა, სადაც დასაქმებული იყო. მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით, სააქციო საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულ ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი იქნა მიცემული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთ სააქციო საზოგადოებაში, ფინანსური და ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე იყო დასაქმებული და რომელსაც მინდობილი ჰქონდა კომპანიის საბანკო ანგარიშების მართვის უფლება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის კუთვნილი დაახლოებით, 1 630 000 ლარი მიითვისა.

აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს