დავით ჭიჭინაძე - ახლა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ოპოზიციაში ახალი მოთამაშეა საჭირო და აამოქმედა კიდეც ივანიშვილმა მორიგი პროექტი ახალი ლიდერის შესაქმნელად - სალომე ზურაბიშვილი

ახლა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ოპოზიციაში ახალი მოთამაშეა საჭირო და აამოქმედა კიდეც ივანიშვილმა მორიგი პროექტი ახალი ლიდერის შესაქმნელად - სალომე ზურაბიშვილი,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ თავმჯდომარე, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილისთვის უალტერნატივოა“.

„ნაცმოძრაობის“ ბუა რომ აღარ სჭირდებოდა, იმიტომაც დაშალა „ნაციონალური მოძრაობა“ წარმატებულად. მაგრამ ახლა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ოპოზიციაში ახალი მოთამაშეა საჭირო და აამოქმედა კიდეც ივანიშვილმა მორიგი პროექტი ახალი ლიდერის შესაქმნელად - სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილის კანდიდატურა რომ ივანიშვილისთვის ნამდვილად უალტერნატივოა, ეს ფაქტია. ჯერ ერთი, სწორედ მან და მასთან „გაპრავდა“ ეს პარლამენტი; ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაც, მხოლოდ მის დამსახურებად ჩაითვლება; და დასავლეთთანაც არ „უგვარებს“ ცუდად. ახლა მთავარი, ზოგს რომ ჰგონია, ირაკლი კობახიძე დილა-საღამოს ივანიშვილთან ზის და მისგან იღებს დირექტივებს, იმიტომაც იწვნია კობახიძემ საჯარო მარცხი, რასაც მიჩვეული ნამდვილად არ არის. მოკლედ, ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე ამ ხალხს, უფრო სწორედ პაიკებს, ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ეს ფუნქცია დროებითია. შესაბამისად, ვის როდის გაუვა ყავლი, როდის მოისვრის, ეს მხოლოდ ივანიშვილმა იცის“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარს პარტია „ტრიბუნა“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!