ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის წარმომადგენლებს გუშინ ჰქონდათ აღიარების დღე, ხათუნა სამნიძის განცხადება არის აღიარება - „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გვარამია დადიოდნენ ევროპაში და ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუბიექტები, ვისაც ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე ევროსტრუქტურებში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებაში საკუთარ განცხადებაში გულისხმობდა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და ნიკა გვარამია არიან.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს, ხათუნა სამნიძის მიერ "პალიტრანიუსის" ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რასაც მმართველი პარტია დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებდა, პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა.

„ზოგადად, გუშინ, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ აღიარების დღე. ესეც არის ერთ-ერთი აღიარება. ჩვენ თვეებია ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებს. რაც შეეხება სამნიძის განცხადებას, მაქვს ინფორმაცია, რომ ის კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა, კერძოდ ეს არის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გვარამია. ამ სამ სუბიექტზე ჰქონდა მას ინფორმაცია, თუმცა დეტალებს ის არ აკონკრეტებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს სუბიექტები დადიოდნენ ევროპაში და არა მარტო ევროპაში, ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რასაც ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, ის პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა სამნიძემ. რაც შეეხება სტატუსს, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, აშკარად მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ოლივერ ვარჰეის განცხადებაც არის ამის გამოხატულება. ვფიქრობთ, რომ დეკემბერში სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და ჩვენს ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია გააგრძელებს ლობირებას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ წელს, შარშანდლისგან განსხვავებით ასეთი ქმედებები ხელს არ შეუშლის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას და მგონია, რომ წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით