პაველ ჰერჩინსკი - არავის, ვისაც  მე შევხვდი როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციური ძალებიდან, არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას

არავის, ვისაც კი შევხვდი არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ყველას, ვისაც კი მე ვესაუბრე როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, ყველა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ 12 რეკომენდაციის შესრულებას, ელჩის შეფასებით, წელიწად ნახევარში მეტის გაკეთება შეიძლებოდა.

„როგორც ევროკავშირის ელჩი თბილისში, მე შევხვდი ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, აკადემიურ წრეებს, მეცნიერებს. არავის, ვისაც კი შევხვდი არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ყველას, ვისაც კი მე ვესაუბრე, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, ყველა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, მაგრამ წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მაგალითად, პოლარიზაციას თუ შევხედავთ, ის ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში. დეოლიგარქიზაციის მხრივაც, ჯერ მხოლოდ სამომავლო ნაბიჯები არსებობს. ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ბევრ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის "მაუწყებლობის შესახებ" კანონზე მუშაობა, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებასთან გაფორმდა. ასევე, მიხარია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ იყო წარმატებული“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა