შალვა პაპუაშვილი ფიჯის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფიჯის კუნძულების რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ნაიქამა ლალაბალავუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, აგრეთვე, მათი არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

მან მადლიერება გამოხატა ფიჯის მიმართ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" საქართველოს რეზოლუციის პირველად მხარდაჭერისა და თანასპონსორობისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე. ნაიქამა ლალაბალავუმ შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტში ფიჯის პარლამენტის თანამშრომლებისთვის სტაჟირების წარმატებული პროგრამის, ასევე, ქართულ უნივერსიტეტებში ფიჯელი სტუდენტების სტიპენდიებისთვის. აგრეთვე, მიმოიხილეს თანამშრომლობის საკითხები კლიმატის ცვლილების, სპორტის, განათლების მიმართულებებით. შეხვედრა გაიმართა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება