შალვა პაპუაშვილი განის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალბანბაგბინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობები სახელმწიფო სერვისების, განათლების, კლიმატის ცვლილების, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებში. განის სპიკერმა გამოხატა ამ მიმართულებებით საქართველოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების სურვილი.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარისა და თანმხლები დელეგაციის ანგოლაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეაზე ვიზიტის ფარგლებში შედგა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება