შალვა პაპუაშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე - იმედია, ისეთ პარადოქსს არ ვნახავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს დაადებს

ბრიუსელში სხვადასხვა ადამიანთან კონტაქტი ოპოზიციასაც აქვს და ძალიან კარგად იციან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა და სიტყვა-სიტყვით ისე იყო გაწერილი, როგორც ევროკომისიასთან კომუნიკაცია იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, „რომ მან ხაზი გაუსვა პროგრესს, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მუშაობას ეხება".

„მინდა, ევროკავშირის ელჩს მადლობა გადავუხადო, რომ მან ამ პროგრესს ხაზი გაუსვა. იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს ეს საკითხიც იყო ნახსენები და მან ქალბატონ სალომეს აუხსნა კანონთან დაკავშირებული საკითხი, რადგან ვიცით, რომ ოპოზიციის მხრიდან მოწოდებაა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის დირექტივას ვეტო დაადოს. იმედია, ევროკავშირის ელჩთან ამ თემაზე საუბარი ჰქონდა და ისეთ სიტუაციას და პარადოქსს არ ვნახავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს დაადებს,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება