შალვა პაპუაშვილი - მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობით იმპიჩმენტი ჩავარდა, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია აღარ აქვს

სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი რადიკალიზმია.

„მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობით იმპიჩმენტი ჩავარდა, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობისგან და საკუთარი ამომრჩევლისგან. სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვს. ამ პარტიის დღის წესრიგი ვიცით, რაც არის - ეს არის რადიკალიზმი.

ვხედავთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე მზადებაა, რომ რადიკალური დღის წესრიგი იყოს. როგორც ჩანს, ამ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!