ალექსანდრე ხვთისიაშვილი - "აბრეშუმის გზის ფორუმი" გვაძლევს შესაძლებლობას, მის მონაწილეებს ვაჩვენოთ, რა რეფორმებს ვახორციელებთ  საქართველოში, რა შედეგები მივიღეთ უახლოეს პერიოდში და რას ვგეგმათ მომავალში

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ისტორია რეალურად 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გაეროში განაცხადა, რომ საქართველო აპირებს ძველი ისტორიული "აბრეშუმის გზის" აღდგენას და ხელშეწყობას. ამას მოყვა რიგი ფორუმებისა 2015, 2017 და 2019 წლებში და წელს ეს მასშტაბური ღონისძიება მეოთხედ ჩავატარეთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო თბილისის აბრეშუმის ფორუმის მუშაობაში.

მინისტრის მოადგილის თქმით, ფორუმის მიმართ მონაწილეთა ასეთი დიდი კონცენტრაცია, მეტყველებს სხვადასხვა ქვეყნის განსაკუთრებულ ინტერესზე ჩვენი რეგიონის და კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის მიმართ.

„ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ახლა ფართო რეგიონსა და მსოფლიოში არ არის მშვიდი პერიოდი, ამ ვითარებაში კი თბილისის ფორუმის მიმართ ასეთი დიდი ინტერესი მეტყველებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ არის განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი. ფორუმზე გაჟღერებული მესიჯებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის წარმატებულად ჩავატარეთ. აბრეშუმის გზის ფორუმი გვაძლევს შესაძლებლობას, მის მონაწილეებს ვაჩვენოთ, რა რეფორმებს ვახორციელებთ საქართველოში, რა შედეგები მივიღეთ უახლოეს პერიოდში და რას ვგეგმათ მომავალში. ასევე ვაჩვენოთ ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი რეგიონის ქვეყნებთან და რა ნაბიჯებს ვდგამთ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად", - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, რომლის კომენტარსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს