შალვა პაპუაშვილი - რაც მარტში მოხდა, მგონი, ყველამ გააცნობიერა, ეს იყო დიდი აფერა, მაგრამ კარგია, რომ საკითხში დღეს ბევრი გაერკვა

,რაც მარტში მოხდა, მგონი, უკვე ყველამ გააცნობიერა. ეს იყო დიდი აფერა, რაც საქართველოში ჩატარდა. საქართველოში იყო საინფორმაციო შტურმი და დეზინფორმაციული ინსტრუმენტების გამოყენება მოხდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერის, დავით არახამიას მიერ დაანონსებული ლობირების კანონის მიღების შესახებ.

ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ უკრაინელები ომის თემებით ყოფილიყვნენ დაკავებული, რატომღაც, საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის იცლიდნენ.

მისი თქმით, თუ ახლა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აზრი შეიცვალეს, კარგი იქნება, რომ მიიღონ კანონი, რადგან გამჭვირვალეობა მნიშვნელოვანია.

,,ეს იყო იმდენად ძლიერი და იმდენად ყოვლისმომცველი, რომ საზოგადოების დიდი ჯგუფის დარწმუნება შეძლეს, რომ თითქოს, ამერიკაში რუსული კანონი მოქმედებს. ხალხს ესეც კი დააჯერეს. თუმცა კარგია, რომ ამ საკითხში დღეს ბევრი გაერკვა და ბევრია, ვინც ფიქრობს, ცუდია, რომ თავის დროს ამ კანონმდებლობის მიღება არ მოხდა, რადგან ჩვენ ვატყობთ, რომ ამ სექტორში გამჭვირვალეობა ძალიან დაბალია და ვხედავთ, ქვეყანაში როგორ შემოდის უცხოური ფული და როგორ უკონტროლოდ იხარჯება იმ მხრივ, რომ ხანდახან თავად დონორებსაც კი არ აქვთ სრული სურათი, თუ რაში მიდის მათი ფული. რაც შეეხება უკრაინის ინიციატივას, სამწუხაროდ, უკრაინელი პოლიტიკოსების მაშინდელი განცხადებებიც გვახსოვს. ნაცვლად იმისა, რომ ომის თემებით ყოფილიყვნენ დაკავებული, რატომღაც, საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის იცლიდნენ, რაც ცალკე ისტორიაა, მაგრამ თუ ახლა აზრი შეიცვალეს, პირიქით, მათ ვურჩევდი, რომგამჭვირვალეობა მნიშვნელოვანია - თუ ინიციატივა აქვთ, განიხილონ და მიიღონ. მთავარია, ეს იმ სტანდარტებში იყოს, რითაც ჩვენ ვმოქმედებდით - ადამიანების უფლებების სტანდარტებში. იმედია, ამ სტანდარტებს არ დაარღვევენ და კანონს ისე მიიღებენ, რომ ერთის მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს ფინანსების გამჭვირვალეობა და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება