სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დელეგაციას მეტროპოლიტენის პოლიციამ, „სკოტლანდ იარდში“ უმასპინძლა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დელეგაციას მეტროპოლიტენის პოლიციამ, „სკოტლანდ იარდში“ უმასპინძლა. ქართულ დელეგაციას მეტროპოლიტენის პოლიციის კომისრის მოადგილეები: მეთიუ ვორდი და სტიუარდ ქანდინიუ შეხვდნენ.

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განიხილეს მეტროპოლიტენის პოლიციის ანტიკორუფციული სამსახურის მუშაობის სპეციფიკა, პოლიციელების მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებული გამოწვევები და დანაშაულის გამოვლენის თანამედროვე მეთოდები.

„ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ისაუბრეს დაკავებისას მოქალაქეთა უფლებების დაცვის სტანდარტებზე. მიმოიხილეს ბორკილების და ვიდეო სამხრე კამერების გამოყენების ინსტრუქციები, დემონსტრაციების მართვისას პოლიციის როლი და ძალის გადამეტების შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, მეტროპოლიტენის პოლიციის წარმომადგენლებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„სკოტლანდ იარდში“ გამართულ შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გიორგი კვარაცხელია, გენერალური ინსპექციის უფროსი გიორგი ნოზაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი, მეტროპოლიტენის პოლიციის პროფესიული სტანდარტების მთავარი ზედამხედველი დეტექტივი ქეთი ლილბურნი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჩართულობის გუნდის ხელმძღვანელი ჯიმ ნაითი და არასრულწლოვანთა დანაშაულების გამოძიების მთავარი ზედამხედველი დეტექტივი იან კიტინგი ესწრებოდნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი ქ. ლონდონში,, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის "ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" მხარდაჭერით მიმდინარეობდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა