მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან“ გათიშეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან" მოსამართლის გადაწყვეტილებით, გათიშეს.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილს არაერთხელ მოუწოდა, საქმის და მისი ბრალდების გარშემო ესაუბრა, რის შემდეგაც, მოსამართლემ მისი დისტანციურად ჩართვის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

კოჭლამაზაშვილის თქმით, სააკაშვილი „გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება და ის სასამართლოში პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული".

„ის არ დაექვემდებარა მოსამართლის არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი. ეს არის განცხადება და არა პოლიტიკური ამბების მიმოხილვა. ბრალდებულს დღეს, ისევე როგორც ყველა წინა სასამართლო სხდომაზე, მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა. მას სასამართლომ მოუსმინა, დაახლოებით, 13-14 წუთი. ამ დროის განმავლობაში, მას საწყის ეტაპზე, განცხადების გაკეთების წინ, მიეცა განმარტება, რომ ის არ უნდა გასცდენოდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს და წარდგენილი ბრალდების გარშემო უნდა ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა იმის განწყობა, რომ ყველაფერი რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მას არაერთგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია მისი საუბარი, თუმცა ის არ დაექვემდებარა მოსამართლის მიერ არაერთგზის გაკეთებულ მოწოდებებს. ამ დროს სასამართლოს უფლება აქვს შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის საუბრობს და გასცდება განსახილველ საკითხებს, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს ეხება. ჩვენ, მოსამართლეებს, ამის უფლება კანონიერად გვაქვს შეძენილი, რომ ნებისმიერ დროს, მხარე იქნება, ბრალდებული იქნება თუ დასაკითხი პირი, რომელიც გასცდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს, მისი საუბარი მოსამართლემ შეაჩეროს. ამ შემთხვევაში, მოხდა სწორედ ეს“,- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში სააკაშვილის მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.

"რუსი", "მურუსიძესთან ერთად იქნებით დასანქცირებული",- ამ შეძახილებით დატოვეს დარბაზში მყოფების ნაწილმა სასამართლო.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ადვოკატების უკმაყოფილებაც მოჰყვა.

"საავადმყოფოდან ერთვება ადამიანი, გეუბნებათ ვასრულებო. სიტყვის უფლებას არ აძლევთ და თიშავთ? თუ უკვე ასრულებდა, რატომ არ დაასრულებინეთ? ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება, პროცესი ვერ გაგრძელდება, მისი მონაწილეობის გარეშე", - განაცხადა ბასილაიამ, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ სააკაშვილს დაფიქსირებული ჰქონდა პოზიცია, რომ ის თანახმა იყო მის ადვოკატებს გაეგრძელებინათ სხდომა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები