მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას ითხოვენ. აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატებმა მას შემდეგ დააყენეს, რაც მოსამართლემ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას გათიშა, ვინაიდან ის კოჭლამაზაშვილის თქმით, „გლობალურ საკითხებზე საუბრობდა და არა საქმის გარშემო“.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, მოსამართლეს ამ საქმის გაგრძელების მორალური უფლება არ აქვს.

„საავადმყოფოდან ადამიანი რომ გათიშეთ, არაჰუმანურ ქცევაზე ნაკლები შეფასება ვერ მიეცემა, სამართლებრივი ტერმინიდან გამომდინარე, არაადამიანური ქცევაა ეს, პიროვნულად ნუ მიიღებთ. სააკაშვილი ავადმყოფობის გამო წელიწადნახევარი ვერ ერთვება სხდომებს, ის საუბრობს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება მიმდინარეობს. სააკაშვილმა რომ საერთაშორისო ამბებზე ისაუბროს, რატომ არ არის საქმესთან კავშირში? იმის ნაცვლად, გეკითხათ, რამდენი დრო დაჭირდებოდა, გათიშეთ. ეს თუ გაძევება არ არის, აბა რა არის? გათიშვის ნორმა არსებობს? გააძევეთ, მაგრამ გაძევებას არ არქმევთ. რაც გააკეთეთ, მას შემდეგ მორალური უფლება არ გაქვთ, ეს საქმე გააგრძელოთ“, - განაცხადა ბასილაიამ.

აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა, მათი განმარტებითაც, სააკაშვილი საქმის გარშემო არ საუბრობს და დაცვის მხარის შუამდგომლობაც დაუსაბუთებელი იყო.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა თვითაცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმე არ აიცილა.

„სასამართლომ გამოიყენა ნაკლებად რეპრესიული, ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიება, ვიდრე ეს არის გაძევება. რაც შეეხება იმას, რომ მისთვის ხმის გათიშვა მომხდარიყო და ფიზიკურად შენარჩუნებულიყო, მას ეს პოზიცია გამოხატული ჰქონდა, რომ ის ამით ასრულებდა საუბარს და მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა, ისევე როგორც გასულ პროცესებზე და ადვოკატებს ნებას რთავდა გაეგრძელებინათ პროცესში მონაწილეობა. არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ის არ დაექვემდებარა ჩემს მოწოდებას, რომ საუბარი შეეცვალა, გადმოეტანა განსახილველი საქმის ჭრილში და არა გლობალური პოლიტიკური ამბების მიმოხილვა. აქედან გამომდინარე, არავითარი აცილების საფუძველი არ არსებობს. მოსამართლე არ შეიძლება აცილებულ იქნეს საქმეზე მის მიერ კანონიერად მიღებული გადაწყვეტილების გამო. მოსამართლეს ჰქონდა ბერკეტი, რომ ბრალდებულის საუბარი შეეჩერებინა იმ დროს, როცა ის გასცდებოდა განსახილველი საქმის ფარგლებს. ასე მოხდა. აქ არანაირი კანონდარღვევა არ არის და ვერ იქნება“,- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, ის სხდომას ვერ გააგრძელებს, ვინაიდან სააკაშვილის პოზიცია სხდომის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მისთვის უცნობია.

ბადრი კოჭლამაზაშვილმა სხდომათა დარბაზში წესრიგის დარღვევის გამო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე გააძევა. მოსამართლის განმარტებით, ბარამიძის „შესაფასებელი არ არის, ის როგორ მოიქცეოდა“.

სხდომა 20 ნოემბერს, 12:00 საათამდე გადაიდო.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა