ირაკლი ქარსელაძე - სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენის სამუშაოები ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შემუშავდება

რამდენიმე თვის წინ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე საავტომობილო ხიდზე დაზიანდა ბურჯი, რომელმაც გამოიწვია ორი მალის ჩამოშლა, ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, მიზეზებს კომპლექსურად იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, - ამ განცხადებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შემუშავდება შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა, თუ როგორ უნდა აღდგეს აღნიშნული ხიდი.

„ამავდროულად, მიმდინარეობს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც შესაბამისი შეფასებები იქნება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, შესწავლის შედეგად დადგენილი მიზეზების გათვალისწინებით, დაიგეგმება როგორც შემდგომი გადაწყვეტები, ასევე პასუხისმგებლობების საკითხი, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება