რატი ბრეგაძე - დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული - ნათლად ვხედავ, რომ წინ მივდივართ

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

ბრეგაძის თქმითვე, ამისთვის ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა.

„ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელმა, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულდეს. პროგრესი ცალსახაა, ამას ყველა ხედავს. მე პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით",- განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვაზე, თუ რომელ შესრულბულ რეკომენდაციებს გამოჰყოფდა, ბრეგაძემ განაცხადა, რომ „2012 წლის შემდეგ, ბევრად უკეთესი სასამართლო გვაქვს, ვიდრე ეს 2012 წლამდე იყო“.

„2012 წლამდე ამ ქვეყანაში სასამართლო პრაქტიკულად არ იყო, ეს იყო პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებდა პროკურორის მითითებებს. შეუძლებელი იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის მოგება, მათ შორის, შრომის დავებში. შევხედოთ სტატისტიკას, რამდენ დავას აგებს სახელმწიფო მოქალაქესთან. ასევე გაეცანით გამამართლებელი განაჩენების რაოდენობას, ასევე იმას, თუ როგორ ხდება მოსამართლეების არჩევა იმავე უზენაეს სასამართლოში, როცა მთელ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა თვალი ადევნოს მოსამართლის არჩევის პროცესს. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შეუძლიათ, ღია ეთერში დაუსვან ნებისმიერი კითხვა, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ შედეგებისა, რომელიც რეფორმების შედეგად იყო მიღებული. იცით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრაქტიკულად პოლიტიკოსების მიერ იყო დაკომპლექტებული?",- განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვაზე, ახლაც ხომ „იგივე კლანია“ სასამართლო სისტემაში, ბრეგაძემ უპასუხა, რომ ეს სიტყვა ხმარებიდან უნდა ამოიღონ, რადგან შეურაცხმყოფელია.

„მე ვსაუბრობ შედარებაზე, რა თქმა უნდა, გამოწვევები არათუ საქართველოში, მსოფლიოში, ყველაზე დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოშიც არსებობს. ჩვენც გვაქვს, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა, რომელსაც ადეკვატური პასუხი და გადაწყვეტა ესაჭიროება. რეფორმები უწყვეტი პროცესია, მთავარია, ჩვენ შევძლოთ და დავინახოთ მიმართულება, საით წავედით 2012 წლიდან დღემდე და გრძელდება თუ არა პროგრესი. ნათლად ვხედავ, რომ ჩვენ წინ მივდივართ. ძალიან დიდი თხოვნა მექნება, სიტყვა კლანი ამოვიღოთ ხმარებიდან. ეს ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ მოსამართლეებს და მოსამართლეთა გაერთიანებას შესაძლოა, ვუწოდოთ კლანი. არასდროს მიწოდებია კლანი, ეს ძალიამ ცუდი სიტყვაა, დამნაშავეთა გაერთიანებას გულისხმობს. ვამბობ ერთ რამეს, სასამართლო სისტემა 2012 წლამდე მართლაც არაადამიანურ წნეხს განიცდიდა, ისევე როგორც ბევრი სხვა სისტემა, ისინი იძულებული იყვნენ მიეღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რაც პროკურატურას აწყობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ რეპრესიული მანქანა იმოქმედებდა, ეს მანქანა როგორ მოქმედებდა, ყველამ იცის",- გაცხადა ბრეგაძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა