რატი ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე - არაფერია საშიში, მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება - თუ რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, დადგება პასუხისმგებლობა

არაფერია საშიში. მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება - თუ რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, ამ თანამშრომელზე დადგება პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ყველა სახის ღონისძიება ტარდება, რათა პატიმრები დროულად იყვნენ დაკავებულები.

„კოორდინირებულად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, ყველა სახის ღონისძიება ტარდება, რათა ეს ადამიანები დროულად იყვნენ დაკავებულები, საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. არაფერია საშიში. მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება, თუმცა დგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. თუ რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, ამ თანამშრომელზე დადგება პასუხისმგებლობა.

მე პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ რა სამართლებრივი ღონისძიებების ჩატარება იქნება საჭირო, ის ჩატარდება“,- აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს