რომან გოცირიძე უმრავლესობას - ძალიან უცნაურია, რომ გამოსვლას „მადლობებით“ იწყებთ, რომ რიკოთის რაღაც მონაკვეთი გაიხსნა - არ უნდა გახსნილიყო? 2020 წელს დასამთავრებელი პროექტი 2023 წელს ნაწილობრივ მაინც არ უნდა გახსნილიყო?

ძალიან უცნაურია, რომ გამოსვლას „მადლობებით“ იწყებთ იმის გამო, რომ თურმე რიკოთის რაღაც მონაკვეთი გაიხსნა. რა, არ უნდა გახსნილიყო? 2020 წელს დასამთავრებელი პროექტი 2023 წელს ნაწილობრივ მაინც არ უნდა გახსნილიყო? - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ უმრავლესობას პარლამენტის სხდომაზე, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

რომან გოცირიძის თქმით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჭიანურდება, რაც ეკონომიკას აზიანებს.

„რიკოთი კი არა, სამტრედია-გრიგოლეთიც გაიხსნება, რომელიც 2013 წელს დაიწყო, 3 წელში უნდა დამთავრებულიყო და 10 წელია სურამის ციხესავით დაუმთავრებელ ნაგებობად დგას. ერთ დროს ესეც გაიხსნება, მერე მიხვალთ, გადაჭრით ლენტს და იტყვით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა გავხსენითო. ოღონდ ეს ის სამტრედია-გრიგოლეთის გზაა, რომელიც დროულად გახსნის შემთხვევაში, დაჯდებოდა 237 მლნ ლარი და ამ ახალი ბიუჯეტით, რაც პარლამენტი შემოვიდა, მის დამთავრებას დასჭირდება 902 მლნ ლარი. ყოველი გადაცილებული დღე, წელი ნიშნავს ეკონომიკისთვის ზიანს, ადამიანებისთვის დისკომფორტს, კორუფციას და დაკარგულ ხარჯებს. 700 მლნ-ით არის სხვაობა“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის 7 მინისტრი შეიცვალა და ვერცერთის გვარს ვერ დაასახელებს საზოგადოება.

„დარწმუნებული ვარ, დეპუტატებმა მათი გვარებიც კი არ იციან. ვინმემ პასუხი აგო იმ საშინელებებზე, რაც ხდება? 100 მლნ მარტო მოიპარეს სამტრედია-გრიგოლეთზე სხვადასხვა კომპანიებმა. 23 მლნ დახარჯა მხოლოდ თქვენმა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 11 წლის განმავლობაში. ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე საქართველოს 1 წლის ბიუჯეტი“, - განაცხადა გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება