სოფო ჯაფარიძე - თუ სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ თავი გადაირჩინოს და ისტორიაში შევიდეს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რუსეთის ტყვეობიდან უნდა გაათავისუფლოს

თუ სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ თავი გადაირჩინოს და ისტორიაში შევიდეს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რუსეთის ტყვეობიდან უნდა გაათავისუფლოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვერავინ დააჯერებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის გარეშე მოქმედებს და დგამს ნაბიჯებს.

„აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, მე სკეპტიკურად ვუყურებ [მის პოზიციონირებას], მაგრამ თუ მას უნდა, რომ თავი გადაირჩინოს და ისტორიაში შევიდეს, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, არაფერი გაუკეთებია მისი მოღვაწეობის პერიოდში, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რუსეთის ტყვეობიდან უნდა გაათავისუფლოს და ამის შემდგომ, ის ნამდვილად შეძლებს, ხვალ ჩვენმა შვილებმა თქვან, რომ მან გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე არ მჯერა, რომ ის დამოუკიდებლად, ბიძინა ივანიშვილის გარეშე მოქმედებს, მაგრამ დაგვაჯეროს და რასაკვირველია, ჩვენც დავიჯერებთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს“.

სოფო ჯაფარიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს ფიზიკურად უკეთესად გამოიყურება, ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგად არის.

„მისთვის მთავარი სწორედ ქვეყნის თავისუფლებაა. მას ტყუილად არ დაუტოვებია უკრაინაში ამხელა პატივისცემა. ის ჩამოვიდა მხოლოდ იმისთვის, რომ დაიხსნას ჩვენი ქვეყანა რუსეთისგან“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება