ირაკლი კუპრაძე - ნებისმიერ შემთხვევაში, ევროკომისიის დასკვნა დადებითი იქნება თუ უარყოფითი, ცალსახაა, საზოგადოებამ და პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა იმუშაონ ხელისუფლების შეცვლაზე

საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ამჟამად დროებითი უბედურება „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც აუცილებლად დასრულდება - ნებისმიერ შემთხვევაში დასკვნა იქნება დადებითი თუ უარყოფითი, ცალსახაა, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა იმუშაონ ხელისუფლების შეცვლაზე , - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წელი უნდა იყოს გარდამტეხი და მთელი ძალისხმევა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა მიმართონ იქეთკენ, რომ „მშვიდობიანად, არჩევნების გზით პრორუსული ხელისუფალი ქვეყანაში შეიცვალოს“.

„8 ნოემბერი არის მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შესაბამისი დასკვნა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ უკვე შუალედური დასკვნა, სადაც ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, ანალიზზე დაყრდნობით ეწერა, რომ 12 პუნქტიდან მხოლოდ სამი პუნქტი შესრულებული იყო, მას შემდეგ გავიდა 2 თვე და ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. რაც ცალსახად ნიშნავს, რომ სავარაუდოა, რომ ევროკომისიის დასკვნა იქნება ძალიან კრიტიკული 12 პუნქტთან მიმართებით, თუმცა მთავარი მიზანი არის ის, რომ ამ რეფორმების მიღმა არსებობდეს გეოპოლიტიკური ხედვა და ანალიზი ევროკავშირისგან, ევროკომისიის მხრიდან იმისთვის, რომ საქართველოსთან მიმართებით დარჩეს შუალედური დასკვნის, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს დადებით პასუხს კანდიდატის სტატუსზე. ცალსახაა, რომ საქართველოს მოსახლეობა 30 წლის განმავლობაში იცავს ევროპულ ღირებულებებს და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ამჟამად დროებითი უბედურება „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც აუცილებლად დასრულდება. იმის გამო, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე „ქართული ოცნების“ ყოფნა ემთხვევა ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის 30-წლიანი შრომა და ძალისხმევა არ უნდა დაიკარგოს.

ნებისმიერ შემთხვევაში დასკვნა იქნება დადებითი თუ უარყოფითი, ცალსახაა, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა იმუშაონ ხელისუფლების შეცვლაზე, ხელისუფლების ცვლილება არის გარდაუვალი, თუ ჩვენ გვინდა რეალური ევროინტეგრაცია. კანდიდატის სტატუსი არის ბოლო წინაპირობა, მაგრამ ამ წინაპირობის შემდეგ შესასრულებელია ის ძველი 12 პუნქტი, რომელიც არ აღსრულებულა „ქართული ოცნების“ მიერ და შემდეგ უფრო ბევრად მნიშვნელოვანი რეფორმები იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად გავხდეთ ევროკავშირის წევრები. „ქართული ოცნების“ პირობებში, რომელიც ემსახურება რუსეთის და კრემლის ინტერესებს, რეალური ევროინტეგრაცია არის შეუძლებელი. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიუხედავად 2024 წელი უნდა იყოს გარდამტეხი და მთელი შრომა, ძალისხმევა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა მივმართოთ აქეთკენ, რომ მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეიცვალოს პრორუსული ხელისუფალი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კუპრაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში