გარემოსდაცვითი სერვისების გაძლიერებით კოლიერსი ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს

დღესდღეობით კომპანიები სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობენ, მიყვნენ ESG-სტრატეგიას, რაც გარემოზე ზრუნვას, სოციალურ პასუხისმგებლობასა და კორპორატიული მმართველობის გონივრულ ფორმას გულისხმობს. კოლიერსი ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ESG სტრატეგია შეიმუშავა და მსოფლიოს 66 ქვეყნის წარმომადგენლობასთან ერთად, საკუთარ სერვისებში ბიზნესს გარემოსდაცვითი კვლევები შესთავაზა.

კოლიერს ჯორჯიამ გარემოსდაცვითი საკონსულტაციო მომსახურება 2020 წლიდან დანერგა, რის შემდეგაც მხარს უჭერს ბიზნესს სპეციალიზირებული კვლევების საფუძველზე დაგეგმონ პროექტები, შექმნან მათი დიზაინი, გამოიყენონ სისტემური მიდგომები და მიიღონ მდგრადი გადაწყვეტილებები. კომპანია დღემდე აქტიურად, ექსპერტთა გაფართოებული შემადგენლობით განაგრძობს სერვისის განხორციელებას და ბიზნესის მხარდაჭერას. გუნდს ქეთევან ჯინჭარაძე გააძლიერებს, რომელსაც გარემოსდაცვითი მიმართულებით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს.

შექმნის დღიდან დღემდე, კოლიერს ჯორჯიას სერვისები არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიას დაეხმარა გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების გაუმჯობესებაში. კანადური კომპანია -Teck Recourses Limited, Goldcept Georgia JSC - სთვის შეფასდა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკები. Limestone Georgia LLC- სთვის ჩატარდა კომპლექსური გარემოსდაცვითი კვლევები და კომპანიამ მიიღო დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება შესაბამისი ორგანოებიდან. Colliers MMS სახელს უკავშირდება საქართველოში ბიზნესისთვის სამთო-მოპოვებითი სექტორის ყოვლისმომცველი კვლევების შეთავაზებაც. ამ მიზნით Colliers Georgia Mining and Minerals გუნდი კლიენტებს სთავაზობს ტექნიკურ, გეოლოგიურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ კვლევებს, მარაგების შეფასებას, ექსპერტიზას და მხარდაჭერას აქტივების განვითარების ყველა ეტაპზე.

გლობალურ ჭრილში, კოლიერსის მიერ, მხოლოდ 2022 წელს განხორციელებული შედეგები ხელშესახებ სურათს ქმნის და ამ მიმართულებით კომპანია მუშაობას კვლავ აგრძელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი მომავლის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩატარებული კვლევების საფუძველზე განისაზღვროს გარემოზე ზემოქმედების შედეგები. კოლიერსი უკვე მეოთხე წელია ამ მიმართულებით ადგენს გლობალურ რეპორტს და საკუთარ სერვისებში ნერგავს ESG (Environment, Social, Governance) მიდგომებს. კომპანია ერთ-ერთი მოწინავე იყო საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით ბიზნესის ხელშეწყობასა და ამით უკეთესი მომავლის შექმნაში, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი ბიზნეს საქმიანობით გრძელვადიანი დადებითი ეფექტის მოეტანა სამყაროსთვის.

maia.zavrashvili@colliers.ge | +995 591 22 22 27 | colliers.com

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო