ფიქრია ჩიხრაძე - ეჭვიც აღარ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ხალხის ინტერესებით აღარ მოქმედებს - სამწუხაროდ, მოქმედებს რუსული ინტერესებით

არ მინდა ვთქვა, რომ ბეწვის ხიდზე გავდივართ -სამწუხაროდ, ხელისუფლება რუსული ინტერესით მოქმედებს. ფარცხალაძესთან დაკავშირებული მოქმედებები, პირდაპირ სილის გაწვნა იყო ჩვენი პარტნიორებისთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორ ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, „პოლიტიკაში არის მომენტუმი, რომელიც სწორად თუ არ იყო გამოყენებული ჩვენი მხრიდან, შესაძლებლობა დაიკარგება და დაიხურება.

„აშშ-ში „ლელოს“ ძირითადი შეხვედრები ახლა იწყება. პოლიტიკური შეხვედრები წინ არის. ამერიკაში ჩასვლა და ამბის ჩამოტანა არ სჭირდება იმის ცოდნას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია. ძალიან დიდი ღვაწლი აქვს გაწეული ჩვენი უსაფრთხოებისთვის, დაცულობისთვის, განვითარებისთვის... ეს ურთიერთობა ძალიან ძვირფასია. არ უნდა დავუშვათ, ის მცდელობა, რასაც ვხედავთ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. ეჭვის საფუძველიც კი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ხალხის ინტერესებით აღარ მოქმედებს, სამწუხაროდ, რუსული ინტერესით მოქმედებს. ეს არაერთხელ განაცხადეს საკუთარი ნაბიჯებით. ეს არის მათი ნაბიჯები გლობალურ პერიოდში, სამწუხაროდ, იგივე ფარცხალაძესთან დაკავშირებული მოქმედებები, რაც პირდაპირ სილის გაწვნა იყო ჩვენი პარტნიორებისთვის. ისინი ჰაი-ჰარად არ ახვედრებენ გარკვეულ პერსონებს სანქციების სიაში. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ეტაპზე ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომლითაც მთელ სამყაროს დაანახა, რომ მისთვის უფრო ძვირფასია კონტაქტ პერსონა, რომელსაც სპეცსამსახურების იარლიყი ადევს, მისი ინტერესების დაცვა, ვიდრე ქართული სახელმწიფოს ინტერესების.

ამ ხნის განმავლობაში სანქციების სიაში არის ადამიანი, რომელიც უბრალო პერსონა არ არის. ყველამ ვიცით, რომ მისი გავლენები კიდევ აქტუალურია მაღალ ეშელონებში. გირგვლიანის თემაზე მთელი ინსტიტუციები ერთი ინტერესების ქვეშ მოქმედებენ, რომ მკვლელები დაეცვათ, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა ეს განცდა გაგიჩნდა ყველას ფარცხალაძესთან მიმართებაში“, - აღნიშნა ჩიხრაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია