ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც აღნიშნულს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო, კერძოდ კი, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი, გიგა გიგაშვილი და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძე.

„შპს „გრინ სერვის პლუსის“ მიმართ სასამართლომ უკანონო განაჩენი მიიღო და ის დოკუმენტები, რომლის სიყალბესაც ედავებოდნენ შპს „გრინ სერვის პლუსის” დედანის სახით არ არსებობს. ჩვენ შესაძლებლობა არ მოგვეცა თავი დაგვეცვა ამ ბრალდებისგან, ჩაგვეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზები და ასევე, მეორე შუალედური ექსპერტიზის დასკვნაც სრულად იყო შესაბამისობაში ტექნიკური ზედამხედველობის აქტებთან. ეს აქტები დღემდე კანონიერია, მათი კანონიერება სადავოდ არავის გაუხდია. სამაგიეროდ, სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი მასზე დაფუძნებული დოკუმენტის სიყალბეზე, რაც არის გაუგონარი უსამართლობა. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ელემენტარულ სამართლიანობას გამოავლენდა სასამართლო, მაგრამ სამწუხაროდ, მან სამართლიანი სასამართლოს ელემენტარული ტესტიც კი,ვერ ჩაატარა. ბუნებრივია, ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დარღვეული უფლებები აღდგენილი და დაცული იყოს. რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციაში. ამ საქმის მთავარ კითხვაზე პასუხი დღემდე არ არის მიღებული - რა მოხდა მაშინ. ამ კითხვას ჩვენ გვისვამენ“, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს ვახტანგ ლონდარიძის ადვოკატიც და განმარტავს, რომ გადაწყვეტილენას ზემდგომ ინსტანციაში ისიც გაასაჩივრებს.

შეგასხენებთ, რომ „ვაკის პარკში” მომხდარზე სასამართლოში საქმის წარმოება ორ ეპიზოდად მიმდინარეობდა. ერთი ეპიზოდის შემთხვევაში მიმდინარე წლის ივლისში სასამართლომ 9 პირიდან დამნაშავედ ცნო 8. კერძოდ კი: „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6- წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3- წლით, დევი კახოიძეს 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 - წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3- წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

რაც შეეხება, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე ჰქონდა წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას პატიმრობა 3 წლის ვადით მიესაჯა.

„ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე ჰქონდა ბრალდება წარდგენილი.მას პატიმრობა 1 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს