ირაკლი ანთაძე - „ოქროს მოწმე“ არსებობს და ის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა - ჩვენი მოთხოვნაა დაუყოვნებლივი გადმოცემა, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე შესაძლოა პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს, ვუშვებ ალბათობას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ მეორე უკანონო დაკავებული, ლევან დოთიაშვილი თავს კარგად გრძნობს.

ანთაძის ინფორმაციით, ის „ოქროს მოწმეა“ და დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ნათელი მოეფინოს დანაშაულს.

“მეორე უკანონო დაკავებულთან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თავს კარგად გრძნობს. ჩვენ ველოდით, რომ ის დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე თავად დავრწმუნდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ფაქტს თვითმხილველი არ შესწრებია. მოვლენები განვითარდა იმგვარად, რომ საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამ ეტაპზე ეს არის ის ინფორმაცია, რაზეც დაბეჯითებით შეგვიძლია ვისაუბროთ“,- განაცხადა ანთაძემ.

კითხვაზე, რატომ იყო სუს-ის განცხადებაში ნახსენები გარდაცვალება და არა მკვლელობა, ანთაძეს თქმით, ეს არის მკვლელობა.

„ეს არის მკვლელობა და რა მნიშვნელობა აქვს რომელ ტერიტორიაზე მოხდა? ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია და სწორედ, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა იქ მყოფი რუსეთის საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას.

ოქროს მოწმე არსებობს და ის დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. მიმდინარეობს მუშაობა და ვეძებთ ყველა შესაძლო დეტალს, რაც დამატებით ნათელს მოჰფენს ამ უმძიმეს დანაშაულს. ამ მომენტისთვის ოქროს მოწმეზე დაბეჯითებით შეგვიძლია ვისაუბროთ ეს გახლავთ ის პიროვნება, რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომლის დაუყოვნებლივი დაბრუნებაც ოჯახში მოვითხოვეთ“,- განაცხადა ანთაძემ.

მისივე შეფასებით, ოქროს მოწმის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების დრო შესაძლოა გაიწელოს.

„ჩვენი მოთხოვნაა მისი დაუყოვნებლივი გადმოცემა, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე შესაძლოა ეს პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას. მე ამას არ ვამტკიცებ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს პიროვნება იყოს გადმოყვანილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს და კვლავაც დააფიქსირებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“,- განაცხადა ანთაძემ.

სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს