თინა ბოკუჩავა - გინტურის მკვლელების „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანას ითხოვდა პარლამენტში ოპოზიცია და ესაა დღეს ევროპარლამენტის მოთხოვნა - ეროვნულ ინტერესებს საქართველოში იცავს ოპოზიცია და ქვეყნის გარეთ საქართველოს მეგობრები

თამაზ გინტურის მკვლელების "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანას ითხოვდა პარლამენტში ოპოზიცია და ესაა დღეს ევროპარლამენტის მოთხოვნა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იცავს საქართველოში ოპოზიცია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მეგობრები, - ამის შესახებ ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამის საპირისპიროდ "ქართული ოცნება" "ოკუპანტის ინტერესებს იცავს" საკუთარი ქმედებებით, მათ შორის, მათ მიერ პარლამენტში წარმოდგენილი რეზოლუციის დაიგნორებით.

"სწორედ ამ სულისკვეთებით ოპოზიციამ პარლამენტში სრული ოპოზიციური მხარდაჭერით და კონსენსუსით დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა თამაზ გინტურის მკვლელების "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანას და შემდეგ ყველა საერთაშორისო ასპარეზის გამოყენებას იმისთვის, რომ დამნაშავეებზე დაწესებული იყოს სანქციები. ეს იყო სწორედ ოპოზიციის მოთხოვნა და ესაა დღეს ევროპარლამენტის მოთხოვნა, რაც კვლავ ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დღეს იცავს საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მეგობრები, მათ შორის ევროპაში, კერძოდ ევროპარლამენტში მაშინ, როცა გვყავს ხელისუფლება რომელიც ღიად პრორუსულ, კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას ატარებს და არ იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ევროპარლამენტმა ევროპის საბჭოს, როგორც აღმასრულებელ ორგანოს მიმართა, რომ დაწესდეს სანქციები კონკრეტულ პირებზე, დამნაშავეებზე, მკვლელებზე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირებზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.

რეზოლუციას, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას