აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე - ეს არის განადგურების მორიგი მაგალითი, რომელიც საქართველოსა და სხვაგან,  რუსეთის ოკუპაციის შედეგია

კირბალში მკვლელობა განადგურების მორიგი მაგალითია, რომელიც საქართველოსა და სხვაგან რუსეთის ოკუპაციის შედეგია.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

“მოვლენებს არ გავუსწრებ, ეს ძალიან შეუსაბამო იქნება, მაგრამ გავიმეორებ იმას, რის შესახებაც გუშინ ითქვა - რომ ჩვენ ამ მკვლელობას ვგმობთ... და ეს არის მიმდინარე განადგურების მორიგი მაგალითი, რომელიც საქართველოსა და სხვაგან რუსეთის ოკუპაციის შედეგია. და ეს არის ის, რის მონიტორინგსაც გავაგრძელებთ", - განაცხადა პატელმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა