მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობისთვის არ მიუმართავს

საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთში, პარიზში, მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად, მთავრობისთვის თანხმობა არ მოუთხოვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პრეზიდენტს ვიზიტთან დაკავშირებით მათთვის არ მიუმართავს.

საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შემდეგ სალომე ზურაბიშვილისთვის ეს პირველი ვიზიტია და როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც უთხრეს, პრეზიდენტი პარიზში უკვე გაემგზავრა და მთავრობისგან ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობა არ მოუთხოვია.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა, 8 ნოემბერს ორბელიანების სასახლესთან გამართულ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას გააგრძელებდა და პარიზში, მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. მისივე ინფორმაციით, ამავე ფორუმზე გამგზავრებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გეგმავდა.

„გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას, ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც კრიზისებს და კონფლიქტებს განიხილავს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც დაგეგმილი იყო, იმის გათვალისწინებით, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიედ ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს