ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიშში წარმოდგენილია სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული ყველა პროექტი და რეფორმა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამსახურის ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ განვითარებას, გამოძიების ხარისხის უზრუნველყოფას, მსხვერპლთა/დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას, ევროკომისიის 12 პუნქტიან გეგმაში ასახული რეკომენდაციებისა და შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

„ანგარიში მოიცავს სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებულ სტატისტიკურ ინფორმაციას.

კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ანგარიში არ შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

ანგარიშში, ასევე, საუბარია სამართალდამცავთა საქმიანობის ცალკეულ ტენდენციებზე და გამოძიებით დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შესასრულებელ რეკომენდაციებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე