შს მინისტრის მოადგილე - გოგა რაზმაძე საუბრობდა ყველაფერზე, მაგრამ არაფერზე - ფურცლების რაოდენობით თუ იზომება მტკიცებულებები, შემიძლია ათასობით ფურცელი ამოვბეჭდო - მან ვერ დაადასტურა, რომ შევიწროებას ჰქონდა ადგილი

გოგა რაზმაძე საუბრობდა ზოგადად, ყველაფერზე, მაგრამ არაფერზე - ფურცლების რაოდენობით თუ იზომება მტკიცებულებები, შემიძლია ათასობით ფურცელი ამოვბეჭდო, მაგრამ არ იქნება შემხებლობაში - ვერ დაადასტურა, რომ რაიმე შევიწროებას ჰქონდა ადგილი,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შსს-ს თანამშრომლოს, გოგა რაზმაძის ბრალდებებს.

ამასთან, მან რაზმაძეს მოუწოდა, გამოაქვეყნოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებაც, რომელსაც რაზმაძემ „სამარცხვინო“ უწოდა.

„სამინისტრომ ყველა იმ დამოუკიდებელ უწყებასთან ითანამშრომლა, ვის ვალდებულებასაც წარმოადგენდა მსგავსი საკითხის გამოძიება. სამწუხაროდ, გოგა რაზმაძისგან განსხვავებით, ჩვენ კონკრეტული მტკიცებულებები მივაწოდეთ სახალხო დამცველს, სადაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მტკიცდებოდა, რომ მის მიმართ არანაირ შევიწროებას, დისკრიმინაციას, მტრული გარემოს შექმნას ადგილი არ ჰქონია. როცა აცხადებს გოგა რაზმაძე, რომ სამარცხვინო გადაწყვეტილება გამოიტანა სახალხო დამცველმა, კითხვა არ უჩნდება საზოგადოებას, რომ თუ ეს გადაწყვეტილება სამარცხვინოა, რატომ არ აქვეყნებს, როცა ყველაფერს აქვეყნებს „ფეისბუქ“ გვერდზე, თუ ასეთი სამარცხვინოა და ცუდად დაწერილი, ხომ შეიძლება გამოედო და ენახა საზოგადოებას? მე ვნახე, კომენტარებშიც უწერდნენ, გვაჩვენეთ ეს გადაწყვეტილებაო, მაგრამ დღემდე სიჩუმეა. აქ ჩნდება კითხვა, რომ ესე იგი იქ წერია რაღაც, რაც მის პოზიციას არ გაამყარებს ხომ?

საიდან დაიწყო ეს ყველაფერი - მან მე მომმართა ვრცელო წერილით, სადაც ადანაშაულებდა მის ხელმძღვანელს, მათ შორის მეც, რომ მის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, შევიწროების და დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო და ა.შ. შესაბამისად, მე არანაირი უფლება არ მქონდა და მის ხელმძღვანელს, რომ წერილი დარჩენილიყო რეაგირების გარეშე და ის გადაეცა გენერალურ ინსპექციას. დაიბარეს გენინსპექციაში, მან არ ითანამშრომლა გენინსპექციასთან და შეიტანა საჩივარი სახალხო დამცველთან. დაახლოებით 4 თვე იყო განხილვა, მეც მომწერეს, კონკრეტულ კითხვებზე ითხოვდნენ ახსნა-განმარტებას და პასუხებს, მიწერეს მის ხელმძღვანელსაც, ასევე უწყებაში გამოგზავნეს წერილი. ჩვენ არგუმენტირებულად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივწერეთ, რომ ამ ადამიანს ჰქონდა მუშაობისას ყველა სამსახურებრივ რესურსზე წვდომა, პროგრამები იქნებოდა ეს თუ ა.შ. სარგებლობდა სრულიად ახალი სახელმწიფო ავტომობილით, გამოყოფილი ჰქონდა საწვავი, იღებდა დანამატებს, მონაწილეობდა ტრენინგებსა და შეხვედრებში, დაახლოებით, 11- ჯერ აქვს მიღებული ამ პერიოდში სხვადასხვა გასვლით შეხვედრაში მონაწილეობას, რონდელის ფონდში სამსახურის ხარჯზე იღებდა განათლებას, აპროტესტებდა რაღაც შეხვედრაზე არდასწრებას, რომელიც საერთოდ არ შემდგარა და ეს ყველაფერი, მტკიცებულებები მივაწოდეთ სახალხო დამცველს და გოგა რაზმაძე საუბრობდა ზოგადად, ყველაფერზე, მაგრამ არაფერზე. ახლა, ფურცლების რაოდენობით თუ იზომება მტკიცებულებები, ჩემს სამსახურებრივ პროგრამაში რომ შეხვიდეთ, შემიძლია ათასობით ფურცელი ამოვბეჭდო, მაგრამ შემხებლობაში არ იქნება. კითხვა რაზეც იყო, 20 სხვადასხვა ფაქტზე გვედავებოდა და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაადასტურა, რომ რაიმე შევიწროებას ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, სახალხო დამცველმა ლოგიკურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დადგინდა შევიწროების ფაქტი. თუ სამარცხვინოა ეს გადაწყვეტილება, როგორც ამბობს, გამოაქვეყნოს და წავიკითხოთ ყველამ, რა წერია ასეთი სამარცხვინო, იქნებ დარახველიძე მართლა ცუდი ადამიანია და ცუდად იქცევა და კი ბატონი, ხელებს ავწევ,“ - განაცხადა დარახველიძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე