სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიში - პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანილი პატიმრების მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს

პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანილი პატიმრების მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც უწყების ხელმძღვანელმა კოკა კაციტაძემ დღეს, პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი 2022 წლის საქმიანობის ანგარიში პენიტენციური სამსახურისთვის გაცემულ რეკომენდაციებსაც მოიცავს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ როგორც ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას გამოვლინდა, პრაქტიკაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები არ ახორციელებენ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უშუალო მონიტორინგს. შესაბამისად, მათი მოვალეობა შემოიფარგლება მხოლოდ გარე დაცვით. სამართლებრივი აქტებით ასევე არ არის დარეგულირებული პატიმართა ვიზუალური მონიტორინგის საკითხი. შესაბამისად არ არის განსაზღვრული, ვინ უნდა განახორციელოს პალატებში მოთავსებული პატიმრების შემოწმება/მონიტორინგი, მათ შორის ისეთი პატიმრების, რომელთა მიმართაც ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანამდე მიმდინარეობდა 24 საათიანი ვიზუალური მონიტორინგი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში.

„მიზანშეწონილია სამართლებრივ აქტებში მკაფიოდ დარეგულირდეს საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე ზედამხედველობის, მეთვალყურეობის წესები და დაევალოს პენიტენციურ სამსახურს ასეთი ტიპის პატიმრებზე ზედამხედველობის განხორციელება“, - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში.

სამსახურის საქმიანობის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული პენიტენციური დაწესებულებიდან უწყვეტ რეჟიმში, შეუფერხებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინებების გადმოგზავნა.

„დადებითი ტენდენციების თვალსაზრისით, ასევე, აღსანიშნავია იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტიც, სადაც განსაზღვრულია სამედიცინო პერსონალის ვალდებულება, პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში