ირაკლი ღარიბაშვილი - უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი სპეკულაციები დასრულებულია, რომ მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს - უკაცრავად და შარშან ხალხი არ იყო და არ იმსახურებდნენ ამ სტატუსს?

მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს. უკაცრავად და შარშან ხალხი არ იყო და არ იმსახურებდნენ ამ სტატუსს? რატომ არ იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული სტატუსზე? მაშინ, როდესაც იგივე ადამიანები დღეს ამას უსინდისოდ იმეორებენ, არაფერი არ გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ქვეყანას შარშანვე მიეღო სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარიზში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, მთავარი ის კი არ არის ვინ რა ქულას ჩაიწერს, მთავარი ის არის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, გაძლიერდეს, განვითარდეს, წინ წავიდეს.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებიდან და იმ ჩანაწერით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ის სპეკულაციები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, უსუსური ხშირ შემთხვევაში, დასრულებულია, რომ თითქოს მთავრობას არაფერი არ გაუკეთებია. მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს. უკაცრავად და შარშან ხალხი არ იყო და არ იმსახურებდნენ ამ სტატუსს? რატომ არ იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული სტატუსზე? მაშინ, როდესაც იგივე ადამიანები დღეს ამას უსინდისოდ იმეორებენ, არაფერი არ გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ქვეყანას შარშანვე მიეღო სტატუსი, პირიქით პირდაპირ საბოტაჟს ეწეოდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი. ეს რეალობაა, ასევე ადამიანები, რომლებიც არ მინდა გავიმეორო, ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ, გააქტიურდნენ და თქვეს, რომ ქვეყანა მიიღებდა სტატუსს, სცადეს უსუსურად ქულების ჩაწერა. მთავარი რამ ავიწყდებათ ამ ადამიანებს, მთავარი ის კი არ არის ვინ რა ქულას ჩაიწერს, მთავარი ის არის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, გაძლიერდეს, განვითარდეს, წინ წავიდეს, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს უნდა იყოს მთავარი ინტერესი.

ხალხზე აპელირება და აქცენტის გაკეთება არის უსუსური მცდელობა, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ შეფარებულები არიან უსუსურ განმარტებას. მინდა დავუსვა კითხვა ამ ადამიანებს - შარშან რატომ არ ახსოვდათ ჩვენი ხალხი? როცა იგივე რეზოლუცია მიაღებინეს თავის პარტნიორ პარტიებს, ევროპის სახალხო პარტიებს და სხვებს. როცა პირდაპირ ანტიქართული რეზოლუციები დაასპონსორეს და მიაღებინეს, რომ მაშინ ესე იგი თურმე საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს“, - განაცხადა პრემიერმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა