დავით ხაჯიშვილი - თუ დემოკრატიის გაძლიერება გვინდა ქვეყანაში, საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს

თუ დემოკრატიის გაძლიერება გვინდა ქვეყანაში, საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი არა პარლამენტში შესვლა, არამედ ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ბარიერი პატარა პარტიებმაც გადალახონ.

"ივანიშვილმა უკვე გადააგდო ერთხელ მოსახლეობა, როცა დაჰპირდა, რომ ბარიერს დაწევდა, მაგრამ ეს შესრულებული არ იქნა. თუ დემოკრატიის გაძლიერება გვინდა ქვეყანაში, საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს. არიან პატარა პარტიები, რომლებსაც ჰყავთ თავის ამომრჩეველი, მაგრამ იმდენი არა, რომ ბარიერი გადალახონ. ამიტომ ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს საშუალება, ვისაც ენდობა, ის წარმომადგენლობა ჰყავდეს პარლამენტში, მაგრამ "ქართული ოცნება" ყველაფერს დემოკრატიულს და ევროპულს ეწინააღმდეგება.

თუ ბარიერი დაწეული არ იქნება, ბოლო გამოკითხვიდან ვხედავთ, რომ შეიძლება 3-4 პარტია შევიდეს პარლამენტში. ჩვენი მიზანია, არა პარლამენტში შემოსვლა, არამედ ხელისუფლების ცვლილება, ამისთვის საჭიროა, პატარა პარტიებმა მეტი ხმა მიიღონ და ბარიერი გადალახონ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული,"- განაცხადა ხაჯიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში