კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე - მგონია, რომ ამას სალომე ზურაბიშვილი არ გააკეთებს, თუმცა გამორიცხული არაფერია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.

მისივე თქმით, ამ ვარაუდის საფუძველს სალომე ზურაბიშვილის მიერ თვეების წინ გაკეთებული განცხადებები ქმნის.

„მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას არ გააკეთებს. რადგან მას პრინციპულად სიტყვა ნათქვამი აქვს. მგონია, რომ ის თავის ნათქვამს არ გადააბიჯებს და გააკეთებს იმას, რაც განაცხადა თვეების წინ და რასაც ამბობდა ყოველთვის. მე მგონია, რომ ამას არ გააკეთებს, თუმცა გამორიცხული არაფერია. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ის იქნება გამზიარებელი იმ უბედურებების, რომელთა მთავარი შემოქმედი გახლდათ სააკაშვილი, რაც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა იკადრა და აკადრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, როგორ შეიძლება, პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, გააკეთო და აკადრო ის შენი ქვეყნის მოსახლეობას, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს. შესაბამისად, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ყველა იმ უბედურების გამზიარებელი იქნება და ამ ადამიანის კისერზეც იქნება, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გააკეთა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება