მარკ კლეიტონი - საქართველოს ნამდვილად აქვს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა - რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას ევროკავშირისკენ გზაზე, მას ხელს შეუწყობს ნატო-სკენ მიმავალ გზაზეც

საქართველოს ნამდვილად აქვს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა. ნატო-მ 2008 წელს ბუქარესტში განაცხადა, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. გაერთიანებული სამეფო ამას მტკიცედ უჭერს მხარს, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტი, რაც ეხმარება მას ნატო-ში გაწევრიანებაში სვლისკენ.

„ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან კარგად არის ჩართული ალიანსში, მაგრამ საქმე არ ეხება მხოლოდ სამხედრო თავსებადობას, ნატო არის პოლიტიკური სამხედრო ალიანსი, როგორც ევროკავშირი მოითხოვს შემდგომ პროგრესს რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე არის ნატოც. რეფორმების ეს პროცესი ერთმანეთს ემთხვევა. ასე რომ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე, ხელს შეუწყობს მას ნატო-სკენ მიმავალ გზაზეც“, - აღნიშნა ელჩმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს