სარფის საბაჟოზე 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის რ.ჰ-ს, მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილისა და მისი ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 1657,27 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს მცირე ზომის 6 შეფუთვაში მოთავსებული ოქროს ნაკეთობები ტანსაცმელში მალულად ჰქონდა განთავსებული.

„ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა რომ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 163 108,47 შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ