გერმანიის ელჩი - ყველაფრის ქვაკუთხედი არის დეპოლარიზაცია, პირველი ნაბიჯია მეორე მხარის ლეგიტიმურად მიღება - თუ პოლიტიკური დისკურსი ამოიწურება იმის თქმით, რომ არ ხარ ლეგიტიმური, უნდა გაქრე, კონსტრუქციული დისკუსია შეუძლებელი ხდება

თქვენ მკითხეთ, თუ რა რჩევა მექნებოდა ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის და გიპასუხებთ, რომ ყველაფრის ქვაკუთხედი არის უკვე კარგად ნაცნობი დეპოლარიზაცია, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს სურს დარწმუნდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტები აქვს, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რეფორმების გატარება გააგრძელოს.

„თქვენ მკითხეთ, თუ რა რჩევა მექნებოდა ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის და გიპასუხებთ, რომ ყველაფრის ქვაკუთხედი არის უკვე კარგად ნაცნობი დეპოლარიზაცია. ევროკავშირის სტილის დემოკრატიაში, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებენ ერთად იმუშაონ კონსტრუქციულად. პირველი ნაბიჯი არის მეორე მხარის ლეგიტიმურად მიღება. თუ პოლიტიკური დისკურსი ამოიწურება იმის თქმით, რომ არ ხარ ლეგიტიმური, უნდა გაქრე, მაშინ კონსტრუქციული დისკუსია შეუძლებელი ხდება და მე დემოკრატიის შესახებ შემდეგი გამონათქვამი ძალიან მომწონს - დემოკრატიაში არ არის რთული, რომ იყო მართალი, არამედ რთულია კომპრომისზე წასვლა“,-განაცხადა მან.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ