გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აშშ-ის უმსხვილეს გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი

12-14 ნოემბერს, ქალაქ ჩიკაგოში, აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show ქართული სტენდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ დაათვალიერა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართველ მწარმოებლებს მიეცათ საშუალება, საკუთარი აგროსასურსათო პროდუქცია ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს გამოფენაზე წარმოადგინონ. U.S. Private Label Trade Show-ში ქართული მეწარმეები წელს პირველად მონაწილეობენ. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ ქართული ხარისხიანი აგრარული პროდუქციის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე, რომ ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში სახელმწიფოს მხარდაჭერით მოსარგებლე მეწარმეებმა დივერსიფიცირებულ ბაზრებზე პოზიციონირება შეძლონ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოფენის ფარგლებში, თენგიზ ნასარიძე private label manufacturers association-ის ვიცე პრეზიდენტს ენტონი ალოიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული კომპანიების მხარდაჭერის მექანიზმებზე იმსჯელეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ სტენდზე კომპანიების - შპს NUTSGE, შპს „ფარკონი”, შპს „ჯეოფლაუერი”, შპს „ბატონო”, შპს „ცეზარი”, შპს „მაისი 2020” წარმოებული თხილი, წვენები, ყველი, ჩაი, ჯემები, დაფნა და სუნელები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და USAID AGRICULTURE PROGRAM-ის ხელშეწყობით იყო წარმოდგენილი. გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან.

„U.S. Private Label Trade გამოფენის 25 პავილიონში მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. აღნიშნული გამოფენა დაინტერესებულ პირებისთვის აშშ-ისა და კანადის კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა. გამოფენის ფარგლებში, მწარმოებლებს საშუალება აქვთ, აწარმოონ მოლაპარაკებები მსოფლიო ბრენდებთან პროდუქციის საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მწარმოებლების მარკეტინგულ ხარჯებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ გამოფენას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი თორნიკე ნიკვაშვილი და USAID AGRICULTURE PROGRAM-ის ხელმძღვანელი ლუიზა ნამიჩეიშვილი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა