ირაკლი ბენდელიანი - რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში შენობების ნაწილზე 60 მილიონი, ხოლო გზის სავალ ნაწილზე 30 მილიონი ლარი დაიხარჯება

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში შენობების ნაწილზე 60 მილიონი, ხოლო გზის სავალ ნაწილზე 30 მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც ბენდელიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშოები, ძირითადად, კერძო სახლებს ჩაუტარდება.

ამასთან, ბენდელიანმა ისაუბრა გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპებზე.

„მომდევნო წლიდან ჩვენ ვიწყებთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას. პირველ ეტაპზე მოხდება საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა კონკრეტულად შენობებთან მიმართებაში. შემდეგ ეტაპზე განხორციელდება შენობების ფასადების, სახურავების რეაბილიტაცია და ასევე ავარიული შენობების გამაგრება იქ, სადაც საჭიროება არსებობს. ამასთან, იგეგმება დეკორატიული მინათებების განხორციელება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დავიწყებთ სავალი ნაწილის რეაბილიტაციას, რომელიც გულისხმობს, როგორც მიწისქვეშა და მიწის ზედა საჰაერო კომუნიკაციების შეცვლას, ახალი გარე განათების ქსელის მოწყობას, ახალი გამწვანებული თარგის მოწყობას და განახლებული ასფალტის საფარის მოწყობას“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, 2024 წლის იანვრიდან დაიწყება ტენდერების გამოცხადება პროექტირებებთან დაკავშირებით, ამის შემდგომ კი, დაიწყება სამუშოებზე ტენდერების გამოცხადება.

„მომდევნო წლის დასაწყისიდან დავიწყებთ შენობების საპროექტო სამუშოებს. რამდენიმე თვეში დასრულდება საპროექტო სამუშოების შესყიდვა, რომელიც რამდენიმე ლოტად იქნება გამოცხადებული. ამის შემდგომ, მომავალ წელსვე დავიწყებთ ფასადების და გამაგრებითი სამუშოების განხორციელებას, რომელიც წელიწად ნახევრიდან 2 წლამდე დასჭირდება. ამ ეტაპის გავლის შემდეგ დაიწყება გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.

დაახლოებით, 60 მილიონი ლარია გამოყოფილი შენობების ნაწილზე და 30 მილიონი გზის სავალ ნაწილზე.

2024 წლის იანვრიდან დავიწყებთ ტენდერების გამოცხადებას პროექტირებებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე ლოტად გვექნება დაყოფილი. ამის შემდგომ დავიწყებთ სამუშოებზე ტენდერების გამოცხადებას“,- განაცხადა ბენდელიანმა.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს