თამარ კორძაია - გგონიათ, ეს ხალხი არჩევნებზე მოვა?! - მაშინ გასაყალბებლად მოდის! - პრობლემის გადაჭრა იქნება არა კანონში ცვლილება, არამედ ის, რომ არჩევნების წინ ელექტრონული პირადობის მოწმობების აღება კვლავ უფასო გახდეს

გგონიათ, ეს ხალხი არჩევნებზე მოვა?! - მაშინ გასაყალბებლად მოდის! - ასე გამოეხმაურა დეპუტატი თამარ კორძაია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, რომლითაც ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას და ხმის მიცემას შეძლებენ.

კორძაიამ ხელისუფლებას მიმართა, არჩევნების წინ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების აღება კვლავ უფასო გახდეს და კამპანია ამ მიმართულებით განხორციელდეს.

„თქვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა, რათა ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა არ მომხდარიყო. ახალი პირადობის მოწმობა მილიონზე მეტმა ადამიანმა აიღო. 2020 წლის არჩევნების წინ ახალი პირადობის მოწმობების უფასოდ აღების კამპანია იყო და ამ შესაძლებლობით 50 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. პრობლემის გადაჭრა იქნება არა კანონში ცვლილება, არამედ ის, რომ არჩევნების წინ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების აღება კვლავ უფასო გახდეს“, - მიმართა უმრავლესობას თამარ კორძაიამ.

77 მომხრე, 7 - წინააღმდეგი - პარლამენტმა კენჭისყრის ამ შედეგით, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც არაელექტრონული - ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა