სახალხო დამცველი - საარჩევნო უფლება კონსტიტუციურია და ეს უფლება არ შეიძლება რომ შეიზღუდოს, შესაბამისად, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ საბუთით, რომელიც მას გააჩნია

არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს. შესაბამისად, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ საბუთით, რომელიც მას გააჩნია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა არჩევნებში ძველი პირადობის მოწმობებით მონაწილეობაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირადობის მოწმობის სიძველის გამო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„ძველი პირადობები ძალიან ცოტაა ჩვენს ქვეყანაში დარჩენილი. თუ მეკითხებით უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა, ამაზე პასუხი არის ჩვენს კონსტიტუციაში, რომ საარჩევნო უფლება კონსტიტუციურია და ეს უფლება არ შეიძლება რომ შეიზღუდოს. შესაბამისად, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ საბუთით, რომელიც მას გააჩნია.

მეორე საკითხია, რომ მე ამ ადამიანებს დღესაც მოვუწოდებ ძველი პირადობების გამოცვლისკენ, რომ აიღონ ახალი პირადობის მოწმობა და ამით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ ისეთი პირადობით მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც არ აქვს ე.წ ჩიპი დატანილი. კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა გააკეთონ პირადობის მოწმობებს შორის არჩევანი. თუმცა ვინმესთვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა პირადობის მოწმობის სიძველის გამო, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე