იაგო ხვიჩია შალვა პაპუაშვილს - თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში საპარლამენტო საქმიანობა სრულ ბუტაფორიად იქცა - თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო

ბატონო შალვა, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში საპარლამენტო საქმიანობა სრულ ბუტაფორიად იქცა - თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო , - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.

სესიაზე პოლემიკა "პენიტენციური კოდექსის“ პროექტის განხილვის პროცედურამ გამოიწვია. პარლამენტმა საკმაოდ მოცულობითი საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა. უმრავლესობამ მეორე მოსმენით წარდგენილი პროექტის მუხლობრივი და პუნქტობრივი განხილვის ნაცვლად, მისი თავებად განხილვის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც „გირჩის“ დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მეორე მოსმენის დროს პროექტის თავებად განხილვა მის განხილვაზე უარის თქმას ნიშნავს და ამას პარლამენტი მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ განხილვის პროცესი სწრაფად დაასრულოს.

„რატომ ამბობს პარლამენტი უარს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე?! „პენიტენციური კოდექსის“ პროექტს - ამხელა კანონს იდეაში არ ვიხილავთ. დაისვა საკითხი, პროექტი თავებად განვიხილოთო და ამის არგუმენტაცია არავის მოუყოლებია. ასე თავებად განვიხილეთ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი და ამის შემდეგ ყოველ დღე ცვლილებების შეტანა გვჭირდება, რადგან რაღაც საკითხებზე ნაფიქრი არ არის. რატომ არ ვიხილავთ სწორად კანონებს?! თუ ეს ასე უნდა ვაკეთოთ და კანონები წესიერად არ უნდა განვიხილოთ, მაშინ ვთქვათ, რომ 20-გვერდზე დიდ კანონს ყოველთვის თავების მიხედვით განვიხილავთ“, - მიმართა შალვა პაპუაშვილს იაგო ხვიჩიამ.

თავის მხრივ, პაპუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს კომიტეტებში გააქტიურებისკენ მოუწოდა და როგორც აღნიშნა, კანონის პროექტების დეტალური განხილვის ადგილი კომიტეტია და არა პლენარული სხდომა.

„შესაძლოა სხვა პარლამენტებთან ერთად რაიმე ტრენინგი მოვიფიქროთ და ამ ტრენინგზე სიამოვნებით გაგიშვებდით, რათა გაერკვეთ თუ როგორ მიდის საპარლამენტო მუშაობა, რა არის კომიტეტის როლი და რა - პლენარული სხდომის, რა არის დისკუსია და რა არის ეპატაჟი. ამაზე სიღრმისეული ტრენინგი არ გაწყენდათ“, - მიმართა „გირჩის“ წევრებს შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა