ადვოკატის განცხადებით, ყაზახეთის მოქალაქე ცალსახად გამორიცხავს იარაღის ქონასა და გურამ ელიზბარაშვილის დაჭრას

ყაზახეთის მოქალაქე იარაღის ქონასა და გურამ ელიზბარაშვილის დაჭრას უარყოფს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყაზახეთის მოქალაქის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, პირი, ვის ინტერესებსაც ის იცავს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 გასროლითაა დაჭრილი და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„მას არანაირი ცეცხლსასროლი, ან რაიმე სხვა სახის იარაღი არ ჰქონია. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, თითქოს, მასაც ჰქონდა იარაღი და გაისროლა, სიმართლეს არ შეესაბამება. მას დაზარალებულის სტატუსი სამართლებრივად მინიჭებული არ აქვს, ის არის მსხვერპლი და გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს, დარწმუნებული ვართ, სიმართლე დადგინდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ჭრილობა აქვს მიყენებული, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის ჩვენების მიცემას შეძლებს, ამას განახორციელებს. მას ჯერ ჩვენება მიცემული არ აქვს, თუმცა, ამბობს, რომ ეს ჭრილობა თავდამსხმელმა მიაყენა, არტერია აქვს დაზიანებული, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

კონფლიქტსაც ვერ დავარქმევ, ყოფით ნიადაგზე იყო საუბარი, ძაღლი უნდა სეირნობდეს თუ არა, ბავშვებისთვის სასეირნოდ განკუთვნილ ტერიტორიაზე. ამას თავდამსხმელის მხრიდან აგრესია მოჰყვა“, - აცხადებს წერეთელი.

კითხვაზე, თუ საიდან მიიღო ბრალდებულმა ჭრილობა, ადვოკატი ასე პასუხობს: „ეს უკვე გამოძიების დასადგენია, როგორც ჩემთვის ცნობილია, ვიდეომასალა გამოძიების ხელთაა და იქ ძალიან მარტივად გამოჩნდება ყველაფერი“.

„პირი, რომლის ინტერესებსაც წარმოვადგენ, არანაირი კრიმინალური მიდრეკილებების ან კრიმინალური წარსულის მქონე არ არის, ის საქართველოში ერთ-ერთი უცხოური კომპანიის მენეჯერია. აღნიშნული პირი ცალსახად გამორიცხავს იარაღის ქონასა და ვინმეს დაჭრას, ყველაფერი გამოძიებით დადგინდება“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, თბილისში, მომხდარ დაპირისპირებაზე, რაც ყაზახეთის მოქალაქესა და გურამ ელიზბარაშვილს შორის ძაღლის გასეირნებას მოჰყვა, სამართალდამცავებმა გურამ ელიზბარაშვილი დააკავეს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა