დავით მათიკაშვილი რატი ბრეგაძეს - პროექტი Free Misha ჩავარდა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თქვენს დანახვაზე საკუთარი წარუმატებლობა რომ ახსენდებათ

პროექტი Free Misha ჩავარდა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თქვენს დანახვაზე საკუთარი წარუმატებლობა რომ ახსენდებათ, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მათიკაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის ფიასკოს ბოლო წერტილი სტრასბურგის სასამართლომ დაუსვა.

„პროექტი Free Misha ჩავარდა. ამ პროექტის ფიასკოს ბოლო წერტილი სტრასბურგის სასამართლომ დაუსვა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თქვენს დანახვაზე საკუთარი წარუმატებლობა რომ ახსენდებათ და გარკვეულ "მესიჯებს" ასე აჟღერებენ“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება დეპუტატის მხრიდან მინისტრის მიმართ დასმულ კითხვებს, მათიკაშვილმა რატი ბრეგაძეს სთხოვა, კიდევ ერთხელ ისაუბროს საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მონაწილეობაზე.

„იქნებ, ხაზი გაუსვათ ჩვენი ქვეყნის როლს და მონაწილეობას საერთაშორისო სასამართლოებში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ადვოკატირებით ხორციელდება. მეორე კითხვას რაც შეეხება - საინფორმაციო მაცნე, ეს ინტერნეტ რესურსი არის გამოსადეგი და მაინტერესებს, ამ რესურსის გაძლიერების, ახალი ფუნქციონალის დამატების კუთხით ხომ არ აპირებს სამინისტრო მუშაობას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა