იუსტიციის მინისტრი - აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან, აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან, აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა.

„ამ მიმართულებით ნამდვილად ბევრი გვაქვს საამაყო, არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. კერძოდ, იგივე აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან, აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მინდა კიდევ ერთხელ ყველას ეს დიდი გამარჯვება მოგილოცოთ, რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იქნება მიღწეული ოკუპაციის შესახებ. ასევე, 2023 წლის 28 აპრილს 2008 წლის ომის დროს დაზარალებული 24 ათასამდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 130 მლნ-მდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. რაც შეხება მესამეს, რაზეც სხვათა შორის, ხშირად საუბრობენ ჩვენი ოკუპანტები, ეს არის განგრძობადი ოკუპაცია და სწორედ ამ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთა შორის საჩივარი, რომელიც ასევე მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებს, 2023 წლის 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვიბრძოლებთ ბოლომდე ყველა სამართლებრივი საშუალებით იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის უფლება, რომელიც ომის დროს დაირღვა, ბოლომდე დაცული იყოს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, უწყებისთვის სამართლებრივი დავების პრევენცია პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ამ პერიოდში იუსტიციის სამინისტრომ სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარა საქართველოს მთავრობის მიერ დადებულ 400-მდე ხელშეკრულებას და აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანზე დავა არ დაწყებულა“,-განაცხადა ბრეგაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი