სოზარ სუბარი რატი ბრეგაძეს - ექიმები რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით - მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში - იქ არის მისი ადგილი

ექიმები რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით - პოლიტიკაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი[მიხეილ სააკაშვილი] იქ, სადაც უნდა იყოს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა სოზარ საუბარმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტში, სადაც ის „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

სუბარის თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომ ჯანმრთელობას არ უჩივის, ეს მისი სატელევიზიო ეთერებიდანაც ჩანს.

„ე.ი. სასწაული უკვე მოხდა, კახექსია დაამარცხა იმ კაცმა, დემენცია დაამარცხა, ფსიქიკურ აშლილობათა მთელი სპექტრი დაამარცხა, გასტროენტეროლოგიური დაავადება, თუ რამე არსებობს მთელმა საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე, ჯანმრთელია დღეს და უკვე რევოლუციებს აანონსებს და პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. ექიმების მოლოდინი, რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით. პოლიტიკაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას უჩივის, კარგად ვხედავთ მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან“, - განაცხადა სუბარმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა