ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილი მხარ-თეძოზეა წამოგორებული მაღალი დონის კლინიკაში - მაინტერესებს, როდის დაექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც გაწერილია, რომ ადამიანმა სასჯელი უნდა მოიხადოს ციხეში და არა ლუქსის ტიპის მაგვარ ნომერში?

სააკაშვილი მხარ-თეძოზეა წამოგორებული ძალიან მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებაში - როდის დაექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც გაწერილია, რომ ადამიანმა სასჯელი უნდა მოიხადოს ციხეში და არა ლუქსის ტიპის მაგვარ ნომერში? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, სააკაშვილი იმდენად „მოჯანებულა“ და მოძლიერებულა, რომ პოლიტიკურ პროცესებში აპირებს მონაწილეობას, ამდენად იუსტიციის მინისტრთან კითხვა აქვს, როგორ მოახდინეს „სასწაული“.

„რაც ეხება სააკაშვილს, მე მაქვს კითხვა. ჩვენ გვესმოდა და გვიანონსებდნენ, რომ ის იყო მსოფლიოში მართლაც ისეთი (იშვიათი) დაავადებებით შეპყრობილი, რომ დღეები ჰქონდა დარჩენილი. მაინტერესებს, როგორ მოახდინეს სასწაული ამ უწყების წარმომადგენლებმა, არ ვიცი ექიმების მეშვეობით თუ როგორ არის ეგ ამბავი, რომ მსოფლიოში სასწაული მოგვიხდენია და სააკაშვილი არამცთუ გამოჯანმრთელდა და განიკურნა, ის იმდენად „მოჯანებულა“ და იმდენად მოძლიერებულა, რომ თურმე რაღაცებს იძახის, რომ რკინის მკვნეტელია და ამბიცია აქვს, რომ პოლიტიკურ პროცესებში თურმე გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყურს მიაჩვიოს, რომ სააკაშვილი საპყრობილეშია. რეალურად, სააკაშვილი არის მხართეძოზე წამოგორებული, ძალიან მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებაში. შესაბამისად, კითხვა მექნება, თუ ის განიკურნა და იმდენად კარგად არის, როგორც თვითონ სააკაშვილი გვითვლის და გვემუქრება, მაინტერესებს, როდის დაექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც გაწერილია, რომ ადამიანმა სასჯელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში და არა ლუქსის ტიპის მაღალი დონის სასტუმროს მაგვარ ნომერში, - განაცხადა ღუდუშაურმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში